როგორც ადვოკატთა ასოციაციაში საუბრისას განაცხადეს, ერთწლიანი მოლაპარკებების შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ამირალი ნაზირთან 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ. პარიზში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ჰონგ-კონგი, ანგლო-საქსური სამართლის იურისდიქციის ანალოგიურად, ბარისტერებისა და სოლისიტორების ინსტიტუტს იცნობს, ხოლო ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაცია (The Law Society of Hong Kong) 10 000 ადვოკატ-სოლისიტორს აერთიანებს ჰონგ-კონგში.
ქართული ბიზნესისათვის აბრეშუმის გზის პროეტქის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერით ქართველი ადვოკატებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან საკონტაქტო წრე კიდევ უფრო გაიზარდა, რაც თავის მხრივ, ახალი შესაძლებლობაა როგორც თავად ადვოკატებისათვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჰონგ-კონგის, ჩინეთისა და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნების იურისდიქციით არიან დაინტერესებულები.
პარიზში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა სლოვენიის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციაც და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მათთანაც დაიგეგმა უახლოეს მომავალში.
როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში, მსგავსი ტიპის შეთანხმება თურქეთისა და ისრაელის ადვოკატთა ასოციაციებთანაც გაფორმებულია, ჰონგ-კონგი კი ამ პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. ვინაიდან საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ადვოკატების სახელის დამკვიდრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხის წარმოადგენს, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციამოძიებულიაჰონგ-კონგისადვოკატთაასოციაციისოფიციალურივებ-გვერდიდან: http://www.hklawsoc.org.hk/pub_e/